, ,

მზეზე წყლის გამაცხელებელი 300 ლიტრი


  • პროდუქტის ტიპი: უწნევო/ვაკუუმური
  • ენერგოეფექტურობა ცხელ/ცივ სეზონზე: 100% – 80%
  • შესაძლებელია ცენტრალური გათბობის ქვაბზე დამონტაჟება
  • შესაძლებელია მართვის პულტის დაერთება

2,800.00 

მზის წლის გამაცხელებელი

 

დანიშნულება: მზის ენერგიის გამოყენებით თანხის დაზოგვა.

80%-ით ამცირებთ გაზის/დენის გადასახადს, რაც წყლის გაცხელებისთვის დაგჭირდებოდათ.

წყლის გაცხელება ხდება არა მზის ტემპერატურაზე, არამედ მზის სინათლის თბურ ენერგიად გარდაქმნით. ასე წყლის გაცხელების ეფექტურობა არის მაქსიმალური.

ინტეგრირდება არსებულ წყლის გამაცხელებელ ქვაბთან და მისი გავლით მიეწოდება შენობის ცენტრალური ცხელი წყლის სისტემას. ონკანის ცივი წყლის ნაცვლად ქვაბში შედის ცხელი წყალი და აღარ ირთვება, ან ჩაირთვება იმ შემთხვევაში თუ წყალი არასაკმარისად ცხელია და ჭირდება მითითებული ტემპერატურის დამატება.

ამინდი: ღრუბლიან ან წვიმიან ამინდში მაინც თბება წყალი, თუმცა არა იმ ეფექტურობით როგორც ნათელ ამინდებში. ყველაზე ნაკლებ მუშაობს თოვლიან ამინდში.

არის ყინვაგამძლე. რეზერვუარი და მილაკები თბოიზოლირებულია და გათვლილია -15C გარე ტემპერატურაზე.

 

წყლის გაცხელების პრინციპი: სპეციალური მილაკები შთანთქავს მზის სინათლეს და გარდაქმნის თბურ ენერგიად. მილაკებში გაცხელებული წყალი ბრუნდება რეზერვუარში და შემდეგ მიეწოდება ცენტრალურ სისტემას.

არ გააჩნია ელექტრო კომპონენტები, სისტემა არის სრულად მექანიკური.

რეზერვუარს ცივი წყალი მისივე წნევით მიეწოდება. რეზერვუარის გავსებისას შემავალი ცივი წყალი ავტომატურად იკეტება.

სპეციალურ ვაკუუმ მილებში ცხელდება წყალი და ბრუნდება რეზერვუარში.

რეზერვუარიდან ცხელი წყალი თვითდინების წნევით გამოედინება.

ცხელი წყალი ერთდება არსებულ წყლის გამაცხელებელ ქვაბთან და მისი გავლით მიეწოდება შენობის ცენტრალური ცხელი წყლის სისტემას.

წყლის გაცხელების ტემპერატურა:

ზაფხულის მზიან დღეებში მიიღება ადუღების პირამდე მისული, 80 გრადუსი ტემპერატურის წყალი. ღრუბლიან და წვიმიან დღეებში წყალი ცხელდება საშუალოდ 50 გრადუსამდე. ღამით წყლის სითბო ნარჩუნდება, რადგან რეზერვუარი არის თბოიზოლირებული.

ზამთრის ნათელ დღეებში წყალი ცხელდება 30-40 გრადუსამდე. თოვლიან დღეებში წყლის შეთბობა მინიმალურ დონეზეა. მილაკები და რეზერვუარი არის თბოიზოლირებული და გათვლილია ყინვის გამძლეობაზე.

მზის გამაცხელებლები ძირითადად მონტაჟდება შენობის სახურავზე. სიმაღლიდან წყალი თვითდინების წნევით მოემართება სისტემაში. თუ გამაცხელებელი მონტაჟდება მიწაზე ან დაბალ ნაგებობაზე, წნევისათვის საჭიროებს სტანდარტული ტუმბოს დამატებას (ტუმბო არ შედის კომპლექტაციაში)

კალკულაცია: დანაზოგი: 80%, უკუგების პერიოდი: 2-3 წელი.  ექსპლოატაციის ვადა: 15 წელიწადი

გადასახადების 80%-ით შემცირებით ზოგავთ ფულს და მარტივად რომ ვთქვათ, რაც 2-3 წელიწადში გადასახადი უნდა გეხადათ, იმ ფულით ყიდულობთ ამ გამაცხელებელს. და მომდევნო 12 წელიწადი გადიხართ მოგებაზე.

გარანტია: 2 წელი. არ საჭიროებს სერვისს

კომპლექტაცია: მზის ვაკუუმ მილები, წყლის რეზერვუარი, წყლის მიმღები რეზერვუარი, სამონტაჟო კონსტრუქცია

 

Live CHAT