,

მზის პანელი შეკვეთით

მარაგი:

ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისათვის


მოდელი  —  BSM455M-72HPH

აღწერილობა

მზის პანელი (PV ფოტოვოლტური მოდული) არის მოწყობილობა, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიის ნაკადს მზის შუქზე. ეს ელექტროენერგია შეიძლება გამოყენებულ იქნას  ინვერტორის დახმარებით, მას შეუძლია აამუშაოს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები,  ასევე ელექტრო ენერგია მიაწოდოს ქსელს.

პროდუქცია ამ კატეგორიიდან ჩამოვა 2-3კვირაში.

590.00 

ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისათვის

 

ტექნიკური მახასიათებლები

  • მაქსიმალური სიმძლავრე (Pmax) W – 455 ვატი
  •  ღია წრედის ძაბვა (Voc) [V] – 49.
  •  მოკლე ჩართვის დენი – (Isc) [A] – 11.61 ამპერი
  •  მაქსიმალური ძაბვის სიდიდე (Vmp) [V] – 41,1 ვოლტი
  •  მაქსიმალური დენის სიმძლავრე – 11,08
  •  ეფექტურობა % – 20,8
  •  სიმძლავრის ცდომილება 0~+5W
  • სისტემის მაქსიმალური სიმძლავრე – DC 1500/1000(IEC)
  •  სამუშაო ტემპერატურა – – 40C + 85℃

მექანიკური მახასიათებლები

  • უჯრის ტიპი – მონოკრისტალური
  • უჯრის რაოდენობა , ზომა 144ც 166×166მმ
  •  პანელის ზომა – 2094*1046*35მმ
  • პანელის წონა – 25,5კგ
  •  ზედაპირის დატვირთვა 5400Pa                                                                                                                                                                  დამატებითი ინფორმაცია
  • მზის პანელებში გამოიყენება კრისტალური შემადგენლობის მასალა, რომელიც მზის სხივს გარდაქმნის დამუხტულ ნაწილაკებად. ეს დამუხტული ნაწილაკები სპეციალური კაბელით გადადის ინვერტერში, სადაც ხდება დამუხტული ნაწილაკების ელექტროენერგიად გარდაქმნა. 

    1 ცალი 455 ვატი სიმძლარის პანელი წელიწადში გამოიმუშავებს საშუალოდ 500-590 კვ ელექტროენერგიას.

    თუ ავიღებთ საშუალო ტარიფს 22 თეთრი/კვსთ, წელიწადში საშუალო გამომუშავება შეადგენს 120 ლარს.

    ამ დაანგარიშების მიხედვით, მზის ენერგიის ტექნიკის ხარჯის „ამოღება“ ხდება საშუალოდ 5 წელიწადში.

    პანელის ექსპლოატაციის ვადა შეადგენს 25 წელიწადს.

     

    ელექტორენერგიის გამოყენების 2 გზა არსებობს:

    1. მარტივად რომ ვთქვათ, ყენდება სპეციალური მრიცხველი და პანელიდან შემოსული ელექტროენერგია ატრიალებს უკან. თუ გადადის მინუსებში, ენერგო კომპანია აქეთ გიხდით თანხას. თუ მინუსებში არ გადადის, აკლდება თქვენს მოხმარებულ ელექტროენერგიას და იხდით ნაკლებს.
    2. შესაძლებელია პანელებიდან მიღებული ელექტროენერგიის აკუმულატორებში დაგროვება. შემდეგ, აკუმულატორიდან ინვერტერით 220 ვოლტზე გარდაქმნა. მაგრამ, ეს მეთოდი უფრო ხარჯიანია. გამოიყენება მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით იქ სადაც ამის აუცილებლობაა, თორემ მოგების მიღების მიზნით არარენტაბელურია.

    სპეციალური მრიცხველი ყენდება თქვენი განცადების საფუძველზე, ენერგო მომწოდებელი კომპანია ვალდებულია შეგიცვალოთ/დაგიყენოთ მრიცხველი 10 დღის ვადაში. მრიცხველის ფასი დამოკიდებულია სიმძლავრეზე და საშუალოდ შეადგენს 200-500 ლარს. დაზუსტებულ ტარიფებს თქვენი ენერგო მომწოდებელი კომპანია გაცნობებთ.

    სისტემა მუშაობს ჩრდილსა თუ ღრუბლიან ამინდში. მთავარია მიიღოს სინათლე. მაგრამ, რა თქმა უნდა, პირდაპირი მზის სხივით უფრო მეტ ენერგიას იღებს.

    მზის ენერგიის მიღების ეფექტურობას განსაღვრავს გეოგრაფიული მდებარეობაც. 

    პანელი უძლებს სეტყვას, ვინაიდან ზედაპირი დაფარულია სპეციალური გამჭირვალე შრით და პირდაპირი დატყმით უძლებს 25მმ  სეტყვას. გარდა ამისა, რადგან პანელებს აქვს დახრა, დიდი სეტყვა პირდაპირი დატყმით ვერ ეცემა პანელს. თუმცა, არის რისკი, რომ დიდმა სეტყვამ დააზიანოს ზედაპირი.

    ჩვეულებრივ გარემო პირობებში, განსაკუთრებულ მოვლას და წმენდას არ საჭიროებს. მეტი ეფექტურობისთვის, რეკომენდებულია გაიწმინდოს წელიწადში ერთხელ.

    მონტაჟი აუცილებლად ხორციელდება სპეციალისტის მიერ.

    დამონტაჟება შესაძლებელია როგორც სახურავზე, ასევე მიწის ნაკვეთზე

    ყველაზე ეფექტურია პანელის 45 გრადუსით მიმართვა სამხრეთის მზიანი მხარისკენ

     

    ელექტროენერგიის გამომუშავების კონტროლი ხორციელდება თანამედროვე მობილურის აპლიკაციის მეშვეობით. ეს ძალიან მოსახერხებელი რამ არის, აკონტროლოთ თქვენი მზის სისტემის მიერ ენერგიის გამომუშავება, დააკვირდეთ ეფექტურობას და გააკეთოთ თქვენთვის საჭირო ანალიტიკა. 

     

    გარანტია: 10 წელიწადი

     

Live CHAT